ცხოველთა უფლებადამცველები 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ვერის ბაღიდან, ვაკის პარკიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან ძაღლების გაუჩინარებაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ადანაშაულებენ. სააგენტოს დირექტორი ბრალდებას უარყოფს. ცხოველთა უფლებადამცველებმა, დღეს, 6 ივნისს, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. უფლებადამცველი თამრიკო ქადაგიძე ამბობს, რომ “ცხოველების გაქრობა” 31 მაისს დაიწყო: “რამდენიმე ადგილიდან ერთად გაქნენ ძაღლები. ეტყობა [სააგენტოს თანამშრომლები] ღამით მივიდნენ […]
↧