საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხი განიხილეს. დღის წესრიგის მიხედვით, ეს საკითხები განსახილველად სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს უნდა გამოეტანა. სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთი შეეცადა დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ეკითხა, თუ რა ქონებაზე იყო საუბარი, მაგრამ მან განაცხადა, რომ ეჩქარებოდა და მთავრობის კანცელარიის “ბრიფინგების ოთახი” ისე დატოვა, რომ ამ შეკითხვას არ უპასუხა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში […]
↧