ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს და ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია გაფიცულთა მხარდაჭერის მიზნით 23 თებერვალს ტყიბულში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. „1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოუხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რამაც მეშახტეებისათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია და დასაქმებულთა შემოსავალი შეამცირა. აღნიშნულმა კიდევ უფრო დაამძიმა ტყიბულში არსებული კრიტიკული სოციალური ფონი […]
↧