საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) ისევ ვერ შეთანხმდა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისს გამართულ სხდომაზე, საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ. “ჩვენ არ გვინდა ამ პროცესის შეჩერება. უბრალოდ, გვინდა უფრო ფრთხილები ვიყოთ,” – განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც საკითხს მხარს არ უჭერს. თუმცა 31 მაისს, […]
↧