გორის რაიონში დაკარგულ 4 წლის რამაზ გივიყაშვილს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მერვე დღეა ეძებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილით [ თავისუფლების უკანონო აღკვეთა] მიმდინარეობს. როგორც ბავშვის მამამ, გორის რაიონის სოფელ ბობნერში მცხოვრებმა ზურა გივიყაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ბავშვი 20 მაისის შემდეგ აღარ უნახავთ. მისი თქმით, 4 წლის რამაზი სოფელში უფროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა, […]
↧