თბილისის ზოოლოგიური პარკის განცხადებით, ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს. ზოოპარკის ცნობით, 7 სამხრეთ ამერიკული კოატი, 2 ინდური მაჩვზღარბა და 10 ზოლებიანი მანგუსტი დუისბურგის ზოოპარკიდან (გერმანია), ხოლო 3 ლურჯი გნუ პლანკენდეილის ზოოპარკიდან (ბელგია) ჩამოვა. ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა, ხოლო თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალი ცხოველების მონახულებას […]
↧