ზუგდიდში, დადიანების სასახლის კარის ეკლესიაშია დასვენებელი 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორია. ეკლესიაში ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მის ხსოვნის პატივგებისთვის იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოქალაქეები, პოლიტიკოსები. გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, […]
↧