თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115 სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის ჯერ უნივერსტიტეს წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ კაბინეტში, N303 აუდიტორიაში შევიდნენ. შესვლამდე მათ აუდიტორიის აბრა ჩამოხსნეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს ქმედება მიუთითებს, რომ თვითმმართველობის მუშაობა უნივერსიტეტში დასრულდება.
↧