19 თებერვალს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ დააამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიზანი სარეკრეაციო ზონებში მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისათვის და გადაბელვისთვის ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაწესებაა. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებლების თანახმად, მისი მიღების მიზეზი იყო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების (მერქნული მცენარეების)გახშირებული ჭრა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, აქვეითებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ლახავს ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებულ […]
↧