სომხეთის დედაქალაქში არტ ჯგუფის “კონტრდარტყმა” აქტივისტის, არტაკ გევორგიანის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. აქტივისტს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება. კერძოდ, არტაკ გევორგიანს, 2015 წლის დეკემბერში ერევნის ქუჩებსა და ეროვნული უშიშროების შენობის წინ, მის მიერვე შექმნილი მუყაოს ტანკით გასერინების გამო ასამართლებენ. დეკემბრის აქციის შემდეგ დაკავების დროს არტაკ გევორგიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს, 23 თებერვალს კი, ბრალი ხულიგნობაში […]
↧