დღეს, 23 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავსი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე, მოხდეს ძალადობრივი ქმედებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა. ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი […]
↧