“თავისუფლების პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი წინასწარი შედეგებით ოდნავ უსწრებს მოწინააღმდეგე ალექსანდერ ვან დერ ბელენს. ნორბერტ ჰოფერის გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) მიხედვით, ნორბერტ ჰოფერი, პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტიის” (FPO) ლიდერი, ჯერჯერობით ხმებს იყოფს კონკურენტთან – ვან დერ ბელენთან. ვან დერ ბელენი “მწვანეთა პარტიის” ყოფილი ლიდერია. […]
↧