რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხურჩაში მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ამ შემთხვევას საქართველო “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისთვის იყენებს: “ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, და რუსეთის არც სხვა წარმომადგენლებს ამ მართლაც ძალიან საწუხარო შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ”. […]
↧