დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის ღამეს საპატრიარქოსთან დაკავებული 6 პირის საქმეს განიხილავენ. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა აქტივისტების ნაწილი საპატრიარქოს შენობაზე ანტიჰომოფობიური წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე 17 მაისსავე გაათავისუფლა, თუმცა მათ ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში. სასამართლო ცალკ-ცალკე განიხილავს თითოეული დაკავებულის საქმეს. […]
↧