ზურაბ ტყემალაძის თქმით, “მრეწველები” ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა: “არ ვუჭერთ მხარს. მიზეზი ის არის, რომ გაუგებარი მოდელია, ჩვენს რეალობას ვერ მოერგება და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ცნობს, რომ პროპორციული წესით უნდა აირჩეს 77 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული სისტემით- 73. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა კონფიგურაცია კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. […]
↧