გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-22 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, 16 მაისს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. 17 მაისს ზოგან გამოიდარებს, +28 გრადუსამდე დათბება. 18 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, […]
↧