პარლამენტი მეორე დღეა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს “სამართალწარმოების შესახებ” კანონში. “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს. “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება […]
↧