პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, პარლამენტში “კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი” უნდა შეიქმნას. კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების, პროგრამების და მექანიზმების მუშაობის ეფექტურობაზე; ასევე, შეუიმუშავებს ან/და განიხილავს კანონპროექტებს, წინადადებებს, შემოთავაზებებს და პოლიტიკის ხედვებს […]
↧