საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც ევროატლანტიკურ კურსთან პრობლემა აქვს, პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ. დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საქმე ეხება უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების საწინააღმდეგო განცხადებას, რასაც მოჰყვა რესპუბლიკელი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის პასუხი იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” მეჭიაურის პოზიციასთან დაკავშირებით დუმდა. […]
↧