დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით “კომუნისტურის პარტიის” ორგანიზებით გორის ცენტრში მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები სტალინის მუზეუმიდან მსვლელობით მივიდნენ ქალაქის მერიამდე. “დიდება დიდ სტალინს,” – ასეთია მსვლელობის მონაწილეების ძირითადი სლოგანები, ისინი გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ. “კომუნისტების” თქმით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ “ნეიტრალურ საქართველოსთან” ერთად ბლოკში გაერთიანებით და მათი საერთო მაჟორიტარი კანდიდატი […]
↧