“პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტის ნატა ფერაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს. 7 მაისს, “პანორამა თბილისის” პროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ნატა ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, მისთვის ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად რომელი მუხლები წარედგინა ბრალად. მასა და მის ადვოკატს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი […]
↧