2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სოფლიოს მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მრავალი პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია. პატრიარქის განცხადებით, საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. “მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება. მეტი გასაქანი უნდა მიეცეს […]
↧