თბილისში, ორთაჭალის ცენტრალურ ავტოსადგურთან დღეს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციის დაუმორჩილებლობა) დააკავეს. ინციდენტი პატრულის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მაშინ მოხდა, როცა მძღოლების ნაწილმა თურქული კომპანია “მეტრო საქართველოს” კუთვნილ ავტობუსს სადგურის დატოვების საშუალება არ მისცა და გზა გადაუკეტა. თავდაპირველად მძღოლების ნაწილმა “მეტრო ჯორჯიის” ავტობუსს […]
↧