საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კორპუსისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ცდილობენ და ისინი არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. გოცირიძემ ეს განცხადება არასამთავრობო ორგაიზაცების – საიასა და TI-ის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა. ანგარიშში საბჭოს საქმიანობა კრიტიკულად არის შეფასებული. გოცირიძე ამბობს, რომ მათი ანგარიში არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს […]
↧