Quantcast
Channel: Netgazeti
Viewing all articles
Browse latest Browse all 45710

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა

$
0
0
ყაზანის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრთან, ჰასან ხალმურზაევთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. დღეს, ავთანდილ ჭრიკიშვილის გარდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მედლები მოუტანეს ნუგზარ ტატალაშვილმა (ბრინჯაო), ესტერ სტამმა (ვერცხლი) და ლაშა შავდათუაშვილმა (ვერცხლი). ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილი მოიპოვა. ჯამში, ქართველმა ძიუდოისტებმა ორ დღეში 5 მედალი მოაგროვეს.

Viewing all articles
Browse latest Browse all 45710

Trending Articles