პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომლის მიზანი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზეზს საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამისს კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები წარმოადგენს: “წარმოდგენილი კანონპროექტი […]
↧