გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაიდო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა: “გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი,” – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პან გი მუნი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-24 აპრილს უნდა სწვეოდა. […]
↧