განათლების სამინისტროს ცნობით, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, სახელმწიფო დააფინანსებს მასწავლებლობის 948 მსურველს. ამ პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, შესაძლებლობა ექნება გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და შემდგომ მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ პროგრამაზე მსურველების დაფინანსება მოხდება დეფიციტების მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კერძოდ, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან […]
↧