საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის თქმით, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებით ერთი საათით შემცირდება თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გზა. ამის თაობაზე ბახტაძემ დღეს, 18 აპრილს განაცხადა ხაშურის რაიონის სოფელ ბეჟათუბნის მახლობლად სარკინიგზო გვირაბის მიმდინარე სამშენებლო სამუშოების დათვალიერებისას. სამუშაოები ადგილზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მოინახულა. აღნიშნული მშენებლობა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზების […]
↧