თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი სასტუმროს, “მოქსის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. მისი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. სასტუმროს გახსნა 2017 წელს, დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად იგეგმება. “მოქსი” მარიოტის ქსელის ახალი ბრენდია, რომელიც ეკონომსეგმენტისთვის შეიქმნა. სასტუმროს 130 ნომერი ექნება; ასევე, საოფისე, სავაჭრო სივრცეები და რესტორნები. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ დოლარია. სასტუმროს მშენებლობას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის მთავრობის […]
↧