ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხის განხილვა იწყება. საკითხზე საკომიტეტო მოსმენა 21 აპრილს გაიმართება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმასჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში. ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც […]
↧