შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის ახალ, სამწლიან პროექტში ჩაერთვება. უწყების განმარტებით, პროექტი ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების ერთობლივ კოორდინაციას გულისხმობს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიაში, ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე, საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც […]
↧