კირბალის მცხოვრები ეროსი თაყაძე შეიარაღებულმა პირებმა 9 აპრილს დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ამ დროისთვის ის ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თაყაძე სოფლის განაპირას მსხილფეხა პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც დააკავეს. მას ცხინვალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. კირბალი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელია. საქართველოს არაერთი მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ანალოგიური […]
↧