საქართველოს ეკონომიკის მინისრტის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია გეგმავს, შეისწავლოს გარდაბანში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პოტენციალი. “დღეს მთავრობის სხდომაზე მოწონებული იქნა მემორანდუმის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამერიკული კომპანია Headwall Power International 50 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეისწავლის. ამ კვლევების დასრულების შემდეგ მოხდება დეტალური მოლაპარაკებების წარმოება მთავრობასთან […]
↧