საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი, იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ 60 000 ლარი გამოართვეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, […]
↧