საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე პრემერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს შეხვდება – ამის შესახებ ნეტგაზეთს ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები იქნება. ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ნეტგაზეთს არ დაუდასტურა მედიაში გავრცელებული ინფრომცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია ზოგიერთი მინისტრის ცვლილება.
↧