შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ქობულეთში ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს, თბილისის დინამოს გულშემატკივრები და დაცვის პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შსს-ს განცხადებით, ამ დროისთვის 4 გულშემატკივარია გადაყვანილი პოლიციაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა ითვალისწინებს 250-დან […]
↧