გარდაბნის #2 საარჩევნო უბანთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში და ქვების სროლაში გადაიზარდა. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა, რის გამოც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაპირისპირების შედეგად დაზიანდა ჟურნალისტების კამერებიც. ”#2 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დაპირისპირების […]
↧